მარკეტინგის მენეჯერი
07-10-2026 - 11-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

როლის შესახებ: ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული კამპანიების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პოზიციაზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის, ღონისძიების და პარტნიორული აქტივობების კოორდინაციაზე. თქვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ბრენდის გაძლიერებაში, მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და მარკეტინგული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეჯამება;
  • ოფლაინ აქტივობების აქტიური მართვა - ღონისძიებები, სპონსორობები, პარტნიორული აქტივაციები და სხვა პროექტები;
  • ღონისძიებების ადგილზე ორგანიზება და პროცესის კონტროლი: მომწოდებლების, მასალების, ვადებისა და შესრულების ხარისხის მართვა;
  • ფილიალებისა და სამედიცინო ლოკაციების ბრენდინგის პროექტების კოორდინაცია;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, საწარმოებთან და სხვა მომწოდებლებთან ურთიერთობა; შეთავაზებების მოძიება, შესყიდვების პროცესისა და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;
  • დიზაინერისთვის ბრიფების მომზადება და ვიზუალური მასალების შექმნის პროცესის კოორდინაცია ბრენდბუქის შესაბამისად;
  • სადაზღვევო პროდუქტების მარკეტინგულ კომუნიკაციაზე მუშაობა და პარტნიორული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ნიუსლეთერების დაგეგმვა, ტექსტების მომზადება, გაგზავნა და შედეგების ანალიზი;
  • კამპანიების, შეთავაზებებისა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის ტექსტების მომზადება;
  • შიდა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვებგვერდისა და სოციალური მედიისთვის საჭირო მარკეტინგული მასალების მომზადების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.

მოთხოვნები:

  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ღონისძიებებისა და სხვა ოფლაინ აქტივობების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის, ვადების დაცვისა და დეტალებზე ყურადღების უნარი;
  • სააგენტოებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან ეფექტიანი მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული ქართული წერითი მეტყველება და სხვადასხვა არხისთვის მკაფიო, საინტერესო ტექსტების შექმნის უნარი;

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!