კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის მენეჯერი
18-06-2026 - 19-07-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაზღვეულებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა მათ მიერ ინიცირებულ მოთხოვნებთან და დამუშავებულ სამედიცინო ქეისებთან დაკავშირებით;
  • ანაზღაურებისა და მიმართვების მენეჯერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაზღვეულებისთვის გასაგებ და მკაფიო ფორმატში განმარტება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის ფორმა 100-ის) საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალური ახსნა არამხოლოდ სამედიცინო, არამედ მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე;
  • უარის ან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში მიზეზების სრულყოფილი, კორექტული და პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში კლინიკებთან ან შიდა ერთეულებთან დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება კომუნიკაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;
  • კომუნიკაციის მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა ყველა არხში (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ჩატი და სხვ.);
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და კონფლიქტური/რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვა;
  • დაზღვეულებთან დაკავშირებული ყველა კომუნიკაციის სისტემური აღრიცხვა და შესაბამის სისტემებში სწორად ასახვა;
  • რეაგირების ვადების დაცვა და მონიტორინგი;
  • შიდა პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა;
  • პერიოდული რეპორტინგის მომზადება კომუნიკაციის ხარისხისა და მომხმარებელთა უკუკავშირის შესახებ;
  • მომსახურების პროცესში გამოვლენილი პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

განათლება:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) (საუბარი, წერა)

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<