ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.
„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა/გაანალიზება;
- პროგრამული უზრუნველყოფის გატესტვის სცენარის, გეგმის მომზადება და შესრულება;
- შესრულებული ამოცანის ტესტირების და ჩაბარების პროცესის კოორდინირება/კონტროლი;
- პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტესტ-ქეისების შექმნის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.