პროცესების მართვის მენეჯერი
06-10-2026 - 07-11-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროექტების მართვის სამსახურში, პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ბიზნეს-პროცესების შესწავლა, ანალიზი და რუკების (Process Mapping) შედგენა.
  • ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის გზების გამოვლენა და დანერგვა.
  • პროცესების მართვის სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება/განახლება.
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა პროცესთა სინქრონიზაციის, შეუფერხებელი ურთიერთქმედებისა და ჯვარედინი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად
  • პროცესების ეფექტიანობის ზომვის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი.
  • ცვლილებების მართვის პროცესის ლიდერობა ახალი პროცესების დანერგვისას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროცესების მენეჯმენტის, ოპერაციების ან ბიზნეს-ანალიზის მიმართულებით.
  • ბიზნეს-პროცესების მოდელირების ცოდნა (მაგ. BPMN).
  • პროცესების მართვის მეთოდოლოგიების ძირითადი პრინციპების ცოდნა უპირატესობაა.
  • პროცესების მართვისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა (მაგ. Visio და Agentic Orchestration Platform)
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2).

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სისტემური მიდგომა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
  • დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!