უმცროსი HR მენეჯერი
08-10-2026 - 09-11-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR მენეჯერის პოზიციაზე

 

პოზიციის დასახელება: უმცროსი HR მენეჯერი
დეპარტამენტი: ადამიანური რესურსების მართვა
ვის ექვემდებარება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ფოკუსი: რეკრუტინგის სრული ციკლის მხარდაჭერა, კანდიდატების მოძიება და მოზიდვა, შერჩევის პროცესების კოორდინაცია და თანამშრომელთა ონბორდინგის ორგანიზება.

როლის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც ადამიანური რესურსების გუნდთან ერთად ჩაერთვება ტალანტების მოძიების, შერჩევისა და ადაპტაციის პროცესებში. ამ პოზიციაზე თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რეკრუტინგის სრული ციკლის მართვაში. ხელს შეუწყობთ ახალი თანამშრომლების წარმატებულ ინტეგრაციას კომპანიაში.

რა დაგჭირდებათ ამ როლის შესასრულებლად:

რეკრუტინგის პროცესების მართვა

გაინტერესებთ ადამიანური რესურსების სფერო და მზად ხართ ჩაერთოთ შერჩევის პროცესის ყველა ეტაპში. მონაწილეობას მიიღებთ ვაკანსიის გამოქვეყნებიდან დახურვამდე მიმდინარე პროცესების კოორდინაციაში.

კანდიდატების მოძიება და მოზიდვა

შეგიძლიათ სხვადასხვა წყაროსა და პლატფორმის გამოყენებით პოტენციური კანდიდატების იდენტიფიცირება და მათთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება.

კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვა

თავისუფლად ურთიერთობთ სხვადასხვა აუდიტორიასთან, ინარჩუნებთ პროფესიულ კომუნიკაციას კანდიდატებთან და უზრუნველყოფთ მათთვის დროული და ხარისხიანი უკუკავშირის მიწოდებას.

ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ეფექტიანად მართავთ რამდენიმე პროცესს ერთდროულად, იცავთ ვადებს და უზრუნველყოფთ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სიზუსტეს.

ინტერვიუებისა და შეფასების პროცესის კოორდინაცია

მონაწილეობთ რეზიუმეების განხილვაში, ტესტირებების ორგანიზებაში, გასაუბრებების დაგეგმვასა და ჩატარებაში, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესებში.

ონბორდინგის პროცესების მხარდაჭერა

უზრუნველყოფთ ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზებას.

გუნდური მუშაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა

აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა დეპარტამენტთან, მუდმივად ისწრაფვით პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!