სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სერვის მენეჯერი
01-10-2026 - 01-11-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
- შემთხვევის ადგილის დასურათება საჭირო ფოტო მასალით;
- შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
- საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების საოპერაციო სამსახურისთვის გადაცემა განსახილველად;
- კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური - (B2)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.