სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არდის პროვაიდერი კლინიკა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00.
ფუნქცია-მოვალეობები
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
- პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
- პაციენტთა მოკითხვა;
- ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნის უზრუნველყოფა.
განათლება:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ინგლისური - Intermediate ;
- MS Office პროგრამების ცოდნა;