პროდუქტის მფლობელი/Middle Product Owner
12-08-2026 - 13-09-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროექტების მართვის სამსახურში, პროდუქტის მფლობელი/Middle Product Owner-ის პოზიციაზე.

„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

 

  • პროდუქტის ხედვის, გრძელვადიანი სტრატეგიისა და საგზაო რუკის (Product Roadmap) შემუშავება, მართვა და კომპანიის მიზნებთან სინქრონიზაცია.
  • პროდუქტის ბექლოგის (Product Backlog) ეფექტური მართვა, დავალებების პრიორიტეტიზაცია (მაგ. RICE მეთოდოლოგიით). დეველოპმენტ გუნდისთვის მკაფიო ამოცანების ფორმირება.
  • User Stories, ბიზნეს/ფუნქციონალური მოთხოვნებისა და Acceptance Criteria დეტალური გაწერა და მართვა.
  • დეველოპმენტ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყველა ძირითადი Agile/Scrum ცერემონიის (Sprint Planning, Refinement, Sprint Review) ორგანიზება და ფასილიტაცია.
  • კომპანიის შიდა სტრუქტურებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების ანალიზი და ინტერესების დაბალანსება/მოლაპარაკებების წარმოება.
  • ციფრული პლატფორმების მომხმარებლის გამოცდილების (UX) პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია და გამარტივება.
  • ახალი ფუნქციონალების იდეების შემუშავება, პროექტების ინიცირება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკების (Benchmarking) მუდმივი მოძიება/ანალიზი.
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმდინარე (Ad Hoc) ბიზნეს განვითარების პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან პროექტ მენეჯმენტის მიმართლებით;
  • პროდუქტის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC), Scrum-ის პრინციპებისა და როლების ცოდნა, Agile გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • პროექტების მართვისა და ბექლოგის ხელსაწყოებთან (მაგ. Jira, ClickUp,) მუშაობის გამოცდილება
  • API ინტეგრაციების არქიტექტურის საბაზისო გაგება და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის უნარი
  • სასურველია (უპირატესობად ჩაითვლება) Product Owner-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სისტემური მიდგომა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
  • დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!