სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
07-10-2026 - 11-11-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00–15:00; 15:00-21:00;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ონლაინ არხებით მიღებული სამიდიცინო დოკუმენტაციის (ფორმა 100, ექიმის დანიშნულების ფურცელი) განხილვა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება და მათი პროგრამულად დაფიქსირება;
  • დაზღვეულთან კომუნიკაცია: ინფორმაციის მისაღებად, კლინიკასთან კომუნიკაცია, ექიმთან კომუნიკაცია ინფორმაციის დასაზუსტებლად;
  • ანაზღაურების დეტალებთან დაკავშირებით დაზღვეულის ინფორმირება.
  • დაზღვეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მასთან კომუნიკაცია და ხელახლა განმარტება მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების დეტალების.
  • კვირის მანძილზე შემოსული რთული შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი ხელმძღვანელთან ერთად განხილვა.

განათლება:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) 
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!