ბიზნეს ანალიტიკოსი
12-08-2026 - 13-09-2026
ლოკაცია: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

არდი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - ცხოვრების ჯერია!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

სამუშაოს ტიპი: პირველი 3 თვე ოფისიდან, მეოთხე თვიდან განიხილება ჰიბრიდული.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

 

  • ბიზნეს პროცესებზე დაკვირვება, საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დეტალური დოკუმენტირება
  • დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) აქტიური კომუნიკაცია, მათი ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება და სისტემურ მოთხოვნებში ტრანსფორმაცია
  • ბიზნეს პროცესების აღწერა და ასახვა/ვიზუალიზაცია შესაბამისი პროცესის დიაგრამების (მაგ. BPMN) შემუშავების გზით
  • RFC/RFP (მოთხოვნა ინფორმაციაზე/წინადადებაზე) დოკუმენტაციის მომზადება და ბიზნეს ქეისების (Business Case) შემუშავების პროცესის მხარდაჭერა (ამოცანის მკაფიო ჩამოყალიბება)
  • მესამე მხარის სისტემებთან API ინტეგრაციის მოთხოვნების ანალიზი, Mapping-ის (მონაცემთა შესაბამისობის) დოკუმენტების მომზადება. ტესტირების პროცესში მონაწილეობა
  • სისტემური ინტეგრაციების, API-ზე დაფუძნებული პროექტების ანალიზისა და მართვის გამოცდილება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ბიზნეს ანალიზის საერთაშორის მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • პროექტების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიების (Agile, Waterfall) და ჩარჩოების ცოდნა;
  • სისტემური ინტეგრაციების და API-ზე (REST/SOAP) დაფუძნებული პროექტების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება
  • API ტესტირების ხელსაწყოებთან (მაგ. Postman, Swagger) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Oracle (PL SQL) მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბიზნეს/სისტემური ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური - (B2);
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!