ფოტო
საოპერაციო მენეჯერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-21 - 2026-11-22
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.არდი - ცხოვრების ჯერია! სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს „არდი დაზღვევის“ back office - ზ. ანჯაფარიძის №1სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. ფუნქცია-მოვალეობები: სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და უკუკავშირის მიწოდება.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების, ინვოისის, ცვლილების მომზადება;ყველა საჭირო ინფორმაციის ბაზებში დროული ასახვა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების განხრით).სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი).აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2) პიროვნული უნარები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა.დეტალებზე ორიენტირებული. 
ქონებრივი რისკების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-16 - 2026-11-16
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი რისკების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე პოზიციის დასახელება: ქონებრივი რისკების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელივის ექვემდებარება: საოპერაციო დირექტორსფოკუსი: ქონებრივი რისკების რეგულირება, სადაზღვევო შემთხვევების მართვა, ზარალების კონტროლი, პროცესების ოპტიმიზაცია, გუნდის განვითარება და პარტნიორული ქსელის ეფექტიანი მართვა.როლის შესახებ:ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს ქონებრივი რისკების რეგულირების მიმართულებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა, კომპანიისა და პარტნიორების ინტერესებს შორის ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას.ეს პოზიცია გაცილებით მეტია, ვიდრე სადაზღვევო შემთხვევების მართვა. თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ვითარდება რეგულირების პროცესები, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია რესურსებს და როგორ იქმნება მომხმარებლისთვის სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოცდილება.თქვენი გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, ზარალიანობის მაჩვენებლებზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ოპერაციულ ეფექტიანობაზე. სწორედ ამიტომ, ამ როლში საჭიროა, როგორც ძლიერი ანალიტიკური უნარები, ისე ლიდერული ხედვა, რომელიც გუნდს საერთო მიზნებისკენ წარმართავს.რა იქნება თქვენი მთავარი მისია?სტრატეგიული ლიდერობა და გუნდის მართვასამართლიანი და ეფექტიანი რეგულირების პროცესის უზრუნველყოფათქვენი პასუხისმგებლობა იქნება სადაზღვევო შემთხვევების განხილვისა და ანაზღაურების პროცესის ეფექტიანი მართვა, რთული და სადავო ქეისების შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.რისკებისა და ფინანსური მაჩვენებლების მართვამუდმივად გააანალიზებთ ზარალიანობის მაჩვენებლებს, ანაზღაურებების დინამიკას და ტენდენციებს, რის საფუძველზეც ინიციატივებს შესთავაზებთ ბიზნესს რისკების შემცირებისა და პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.პარტნიორული ეკოსისტემის განვითარებააქტიურად ითანამშრომლებთ ექსპერტებთან, ავტოსერვისებთან, შემფასებლებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურების მაღალი ხარისხი, ოპერატიულობა და ხარჯების ეფექტიანი მართვა.პროცესების ტრანსფორმაცია და ინოვაციებითქვენ დაინახავთ არა მხოლოდ არსებულ პროცესებს, არამედ მათ განვითარების შესაძლებლობებს. შეიმუშავებთ ახალ პროცედურებს, გააუმჯობესებთ არსებულ პრაქტიკებს და ხელს შეუწყობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომლებიც რეგულირების პროცესს კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის. რა დაგჭირდებათ ამ როლის წარმატებით შესასრულებლად?სადაზღვევო ექსპერტიზაგაქვთ მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში და კარგად იცნობთ ქონებრივი რისკების რეგულირების სპეციფიკას.ლიდერული გამოცდილებაშეგიძლიათ გუნდის მართვა, ადამიანების განვითარება და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება.ანალიტიკური აზროვნებაგესმით რიცხვების მნიშვნელობა, აანალიზებთ ტენდენციებს და მონაცემებზე დაყრდნობით იღებთ ბიზნეს გადაწყვეტილებებს.გადაწყვეტილებების მიღების უნარიკომპლექსურ და სადავო შემთხვევებში სწრაფად აფასებთ რისკებს, პოულობთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს და ეფექტიანად მართავთ კრიტიკულ სიტუაციებს.პარტნიორული ურთიერთობების მართვაგაქვთ მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება. ცვლილებების მართვახედავთ პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობებს და ახალი ინიციატივების განხორციელება თქვენთვის ყოველდღიური მუშაობის ბუნებრივი ნაწილია. საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულებით;მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ქონებრივი რისკების რეგულირების მიმართულებით;სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;გუნდების მართვისა და განვითარების გამოცდილება. 
უმცროსი IT მენეჯერის
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-15 - 2026-11-16
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT მენეჯერის  პოზიციაზე  ფუნქცია-მოვალეობები: Windows 10/11, მომხმარებლების ანგარიშები, პროგრამების ინსტალაცია/კონფიგურაციაკომპიუტერის კომპონენტების, პერიფერიული მოწყობილობების პრობლემის დიაგნოსტიკა და სწრაფად მოგვარებაActive Directory / Microsoft 365 — მომხმარებლების, პაროლების, უფლებებისა და ჯგუფების მართვაქსელების საფუძვლები ცოდნა — TCP/IP, DNS, DHCP, Wi-Fi, დაზიანებული კაბელის, პორტის ან კონექტორის შეკეთება/ჩანაცვლებასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.MS Office პროგრამების ცოდნა;ინგლისური - (B1-B2) ;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
უმცროსი HR მენეჯერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-08 - 2026-11-09
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR მენეჯერის პოზიციაზე პოზიციის დასახელება: უმცროსი HR მენეჯერიდეპარტამენტი: ადამიანური რესურსების მართვავის ექვემდებარება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს.ფოკუსი: რეკრუტინგის სრული ციკლის მხარდაჭერა, კანდიდატების მოძიება და მოზიდვა, შერჩევის პროცესების კოორდინაცია და თანამშრომელთა ონბორდინგის ორგანიზება.როლის შესახებ:ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც ადამიანური რესურსების გუნდთან ერთად ჩაერთვება ტალანტების მოძიების, შერჩევისა და ადაპტაციის პროცესებში. ამ პოზიციაზე თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რეკრუტინგის სრული ციკლის მართვაში. ხელს შეუწყობთ ახალი თანამშრომლების წარმატებულ ინტეგრაციას კომპანიაში.რა დაგჭირდებათ ამ როლის შესასრულებლად:რეკრუტინგის პროცესების მართვაგაინტერესებთ ადამიანური რესურსების სფერო და მზად ხართ ჩაერთოთ შერჩევის პროცესის ყველა ეტაპში. მონაწილეობას მიიღებთ ვაკანსიის გამოქვეყნებიდან დახურვამდე მიმდინარე პროცესების კოორდინაციაში.კანდიდატების მოძიება და მოზიდვაშეგიძლიათ სხვადასხვა წყაროსა და პლატფორმის გამოყენებით პოტენციური კანდიდატების იდენტიფიცირება და მათთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება.კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვათავისუფლად ურთიერთობთ სხვადასხვა აუდიტორიასთან, ინარჩუნებთ პროფესიულ კომუნიკაციას კანდიდატებთან და უზრუნველყოფთ მათთვის დროული და ხარისხიანი უკუკავშირის მიწოდებას.ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობაეფექტიანად მართავთ რამდენიმე პროცესს ერთდროულად, იცავთ ვადებს და უზრუნველყოფთ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სიზუსტეს.ინტერვიუებისა და შეფასების პროცესის კოორდინაციამონაწილეობთ რეზიუმეების განხილვაში, ტესტირებების ორგანიზებაში, გასაუბრებების დაგეგმვასა და ჩატარებაში, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესებში.ონბორდინგის პროცესების მხარდაჭერაუზრუნველყოფთ ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზებას.გუნდური მუშაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობააქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა დეპარტამენტთან, მუდმივად ისწრაფვით პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის. 
კონტაქტ ცენტრის მენეჯერი/ოპერატორი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-08 - 2026-11-09
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის მენეჯერის/ოპერატორის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28სამუშაო განრიგი თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 6 სამუშაო დღე;ცვლები - კვირის დღეებში - 09:00-15:00; 10:00-16:00; 15:00-21:00, შაბათი-კვირა 09:00-15:00; 10:00-16:00 11:00-17:00; 15:00-21:00;არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი. ფუნქცია-მოვალეობებიდაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ. განათლება:სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფეროსასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;MS Office პროგრამების ცოდნა;ინგლისური - Intermediate  მოთხოვნები:ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი) — სავალდებულოასასურველია ინგლისური (Intermediate)დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადსასურველია გამოცდილება ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროშიკარგი კომუნიკაციისა და პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი
მარკეტინგის მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-07 - 2026-11-11
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.როლის შესახებ: ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც გუნდთან ერთად აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული კამპანიების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პოზიციაზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის, ღონისძიების და პარტნიორული აქტივობების კოორდინაციაზე. თქვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ბრენდის გაძლიერებაში, მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და მარკეტინგული პროექტების წარმატებით განხორციელებაში. ძირითადი მოვალეობები:მარკეტინგის გუნდთან ერთად მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეჯამება;ოფლაინ აქტივობების აქტიური მართვა - ღონისძიებები, სპონსორობები, პარტნიორული აქტივაციები და სხვა პროექტები;ღონისძიებების ადგილზე ორგანიზება და პროცესის კონტროლი: მომწოდებლების, მასალების, ვადებისა და შესრულების ხარისხის მართვა;ფილიალებისა და სამედიცინო ლოკაციების ბრენდინგის პროექტების კოორდინაცია;სარეკლამო სააგენტოებთან, საწარმოებთან და სხვა მომწოდებლებთან ურთიერთობა; შეთავაზებების მოძიება, შესყიდვების პროცესისა და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;დიზაინერისთვის ბრიფების მომზადება და ვიზუალური მასალების შექმნის პროცესის კოორდინაცია ბრენდბუქის შესაბამისად;სადაზღვევო პროდუქტების მარკეტინგულ კომუნიკაციაზე მუშაობა და პარტნიორული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ნიუსლეთერების დაგეგმვა, ტექსტების მომზადება, გაგზავნა და შედეგების ანალიზი;კამპანიების, შეთავაზებებისა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის ტექსტების მომზადება;შიდა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;ვებგვერდისა და სოციალური მედიისთვის საჭირო მარკეტინგული მასალების მომზადების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.მოთხოვნები:მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების მართვის გამოცდილება;ღონისძიებებისა და სხვა ოფლაინ აქტივობების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის, ვადების დაცვისა და დეტალებზე ყურადღების უნარი;სააგენტოებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან ეფექტიანი მუშაობის გამოცდილება;გამართული ქართული წერითი მეტყველება და სხვადასხვა არხისთვის მკაფიო, საინტერესო ტექსტების შექმნის უნარი; 
სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ვადა: 2026-10-07 - 2026-11-11
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00–15:00; 15:00-21:00; ფუნქცია-მოვალეობები:ონლაინ არხებით მიღებული სამიდიცინო დოკუმენტაციის (ფორმა 100, ექიმის დანიშნულების ფურცელი) განხილვა;სადაზღვევო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება და მათი პროგრამულად დაფიქსირება;დაზღვეულთან კომუნიკაცია: ინფორმაციის მისაღებად, კლინიკასთან კომუნიკაცია, ექიმთან კომუნიკაცია ინფორმაციის დასაზუსტებლად;ანაზღაურების დეტალებთან დაკავშირებით დაზღვეულის ინფორმირება.დაზღვეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მასთან კომუნიკაცია და ხელახლა განმარტება მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების დეტალების.კვირის მანძილზე შემოსული რთული შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი ხელმძღვანელთან ერთად განხილვა.განათლება:უმაღლესი სამედიცინო განათლებაინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) 
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-11-11
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული.ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა/გაანალიზება;პროგრამული უზრუნველყოფის გატესტვის სცენარის, გეგმის მომზადება და შესრულება;შესრულებული ამოცანის ტესტირების და ჩაბარების პროცესის კოორდინირება/კონტროლი;პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;საკვალიფიკაციო მოთხოვნები:პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ტესტ-ქეისების შექმნის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა.  
Back-End დეველოპერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-11-11
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას Back-End დეველოპერის პოზიციაზე.„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული.ძირითადი მოვალეობები: C#, .NET 6 + (სასურველია .NET 8 ზე შესრულებული პროექტები)EF core, DapperOOP, Solid principlesRest ApiMicroservice-ებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტადMessaging - სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (RabbitMQ, Kafka)HTML, CSS, SCSS, JavaScriptრომელიმე JS Framework-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, (Vue, React, Angular)რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილებასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:განათლება ტექნიკური მიმართულებით.NET-სა და C#-თან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. - OOP, SOLID პრინციპებისა და დიზაინ შაბლონების (Design Patterns) სიღრმისეული ცოდნა.რელაციურ მონაცემთა ბაზებთან და Entity Framework / Dapper-თან მუშაობის გამოცდილება. - Git-თან და Docker-თან მუშაობის საბაზისო გამოცდილება. ინგლისური ენის ცოდნა (B2) 
პროცესების მართვის მენეჯერი
brand1
ლოკაცია: დაზღვევის სახლი - თბილისი (სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-11-07
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროექტების მართვის სამსახურში, პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.„არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00ძირითადი მოვალეობები: არსებული ბიზნეს-პროცესების შესწავლა, ანალიზი და რუკების (Process Mapping) შედგენა.ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის გზების გამოვლენა და დანერგვა.პროცესების მართვის სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება/განახლება.სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა პროცესთა სინქრონიზაციის, შეუფერხებელი ურთიერთქმედებისა და ჯვარედინი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფადპროცესების ეფექტიანობის ზომვის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი.ცვლილებების მართვის პროცესის ლიდერობა ახალი პროცესების დანერგვისას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროცესების მენეჯმენტის, ოპერაციების ან ბიზნეს-ანალიზის მიმართულებით.ბიზნეს-პროცესების მოდელირების ცოდნა (მაგ. BPMN).პროცესების მართვის მეთოდოლოგიების ძირითადი პრინციპების ცოდნა უპირატესობაა.პროცესების მართვისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა (მაგ. Visio და Agentic Orchestration Platform)ინგლისური ენის ცოდნა (B2). პიროვნული კომპეტენციები/უნარები:ეფექტური კომუნიკაციის უნარი;დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;სისტემური მიდგომა;სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.